როგორ გაუშვა "იუვენტუსმა" ჰოლანის შეძენის შანსი ხელიდან

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას იტალიური "რეპუბლიკა" ავრცელებს: ზამთარში "იუვენტუსი" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის შეძენასთან ახლოს იყო, ფეხბურთელიც თანახმა იყო კარიერა ტურინულ გუნდში გაეგრძელებინა, მაგრამ...

მაგრამ "იუვემ" შეცდომა დაუშვა, როდესაც მას უთხრა, რომ თავიდან დუბლებში მოუწევდა თამაში. შედეგად, ნორვეგიელმა "ზალცბურგიდან" "დორტმუნდში" გადასვლა არჩია, რომელმაც 20 მილიონ ევროდ შეიძინა.

19 წლის ფორვარდმა ბუნდესლიგის 9 მატჩში 10 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი სამსახურით "რეალი" დაინტერესდა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ "იუვენტუსი" ჰოლანის გადაბირებას 2022 წელს შეეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ