ანჩელოტი: არაა საჭირო რონალდოს გარშემო გუნდის შექმნა, მთავარია, კომფორტი შეუქმნა

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კრიშტიანო რონალდოსა და სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა.

"არაა საჭირო კრიშტიანო რონალდოს გარშემო გუნდის შექმნა. მთავარია, მას მოედანზე კომფორტული პირობები შეუქმნა. არა მგონია, რომ მისი მსგავსი ფეხბურთელი დაცვაში თამაშის სქემაში უნდა ჩართო, რადგან შეტევაში უფრო გასაოცარია. არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც დაცვაშიც უნდა იმოქმედონ.

რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რადგან თამაშის მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედაც გუნდია, თუმცა ისეთ ფორვარდებს, როგორიც რონალდოა, გოლის ყველა მატჩში გატანა შეუძლიათ. მათთვის დაცვის შესახებ ინფორმაციის ცოდნა საჭირო არაა.

ასეთ
გასაოცარ ფეხბურთელთან მუშაობა მწვრთნელობას გიადვილებს, რადგან ასეთები პროფესიონალები არიან, სერიოზულები, მათ ხასიათი და მოტივაცია აქვთ. ასე რომ, ეს მუშაობის ყველაზე ადვილი გზაა.

სერხიო რამოსიც დაუჯერებელი ოსტატია. ჩემი აზრით, მისი საუკეთესო თვისება არც ტაქტიკური განსწავლულობაა და არც ტექნიკა, არამედ ხასიათი და უნარი, მოტივაცია შემატოს ყველას, ვინც მის ირგვლივაა. მადრიდის "რეალში" ჩემი ყოფნის დროს რამოსს სწორედ ეს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ის გადამწყვეტ მატჩებს ყოველთვის იდეალურ ფორმაში ხვდებოდა და თამაშის ბედს წყვეტდა ხოლმე", - განაცხადა ანჩელოტიმ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყუილად არ ამბობენ, რომ ანჩელოტი ბრძენია.
emigranti
15:53 26-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული