ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ სავარჯიშო პროცესის ვიდეო კადრები სოციალური ქსელ "ინსტაგრამის" საშუალებით გაავრცელა.
კადრებზე ასახულია, თუ როგორ ვარჯიშობს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კარში დარტყმებზე "იუვენტუსის" სათადარიგო მეკარე კარლო პინსოლიოსთან ერთად.
"ვვარჯიშობ სრულყოფილებამდე - ვგრძნობ, რომ უფრო ძლიერი ვხდები,"- დააწერა რონალდომ გამოქვეყნებულ პოსტს.
ცალსახაა, არა თუ 35 წლის ფეხბურთელისთვის, არამედ დამწყები მოთამაშისთვისაც კი შესაშური თავდადებით გამოირჩევა პორტუგალიელი და ამ ასაკშიც კი თავდაუზოგავად ვარჯიშობს პროგრესის მისაღწევად.