ნოჩერინო: მჭედლიძე რეჟიმს არ იცავდა; ვინც იცავდა, იმათ კარიერას დაეტყო

AutoSharing Option
"პალერმოს", "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ადრიანო ნოჩერინომ ilovepalermocalcio-სთან საუბარში სიცილიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა და ლევან მჭედლიძეც ახსენა.

"ვინ არ სცემდა პატივს წესებს? ჩემი აზრით, ასეთები აბელ ერნანდესი და ლევან მჭედლიძე იყვნენ.

ვინ ემორჩილებოდა რეჟიმს? ხავიერ პასტორე, იოსიბ ილიჩიჩი, ფედერიკო ბალზარეტი და მატეო დარმიანი. ეს თვისება ამ ფეხბურთელებს საკლუბო კარიერაზეც დაეტყოთ და ყველა მათგანმა ითამაშა ეროვნულ ნაკრებშიც", - აღნიშნა ნოჩერინომ.

ლევან მჭედლიძე "პალერმოს" ღირსებას 2008/09 წლების სეზონში იცავდა. მაშინ სიცილიელთა რიგებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ: ფაბრიციო მიკოლი,
ედინსონ კავანი, მარკო ბრეშიანო, ფაბიო ლივერანი, ფედერიკო ბალზარეტი, საიმონ კიაერი, მარკო ამელია და სხვები.

ლევანმა "პალერმოს" რიგებში 1 გოლის გატანა მოახერხა - 2006 წლის 5 ოქტომბერს, "სტადიო ოლიმპიკოზე" "იუვენტუსთან" გასვლით შეხვედრაში 81-ე წუთზე ჯანლუიჯი ბუფონის კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. მჭედლიძის გარდა, იმ შეხვედრაში გოლები ფაბრიციო მიკოლიმ და ალესანდრო დელ პიერომ შეაგდეს.



მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემი თვალით მაინც არ მქონდეს ნანახი მჭედლიძის ქცევა სტადიონზე თუნდაც ტრიბუნაზე. 90 წუთის განმავლობაში ერთხელ არ შეუხედია მოედნისათვისგ ართულ იყო მანდილოსნებთან ბაასით და. და პ.ს. ყველა ქართველ კომენტატორს - გეყოფათ იდოტურო ფრაზა - მჭედლიძე გვაკლია . მჭედლიძე არა ვალტერ გუჩუა კიდე. 3 თუ ორი გოლი აქ კაცს გატანილი ნიკოლოზის დროს რა მჭედლიძე გაკლია თქვენ მართლა ხომ არ გაკლიათ?
Iberia
21:36 18-06-2020
2
ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ ჩვენ მაქსიმალისტები იშვიათად ვარ. ფეხბურთს და სპორტს ფულის შოვნის მიზნით მივდევთ და არა სპორტის სიყვარულით, მერეკი 2-3 მილიონის შოვნის შემდეგ მისია შესრულებულად მიგვაჩნია და არ ვიხსენებთ, რომ ცხოვრება გრძელია და ხვალ ის აღარ ხარ დღეს, რომ იყავი, ანუ დღეის დღიდან მაქსიმალური, რომ უნდა გამოწურო.
ჟორა
09:37 04-06-2020
1

სიახლეები პოპულარული