"ინტერის" მეკარე მწყობრში ჩადგა და "ნაპოლისთან" სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
"ინტერის" მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

ადრე ჰანდანოვიჩმა სერიოზული ტრავმა მიიღო, 4 მატჩის გამოტოვება მოუწია, რის შემდეგაც კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატი შეჩერდა.

სლოვენიელი გოლკიპერი 13 ივნისს "ნაპოლისთან" თამაშს იმედოვნებს.

მას კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და რამდენიმე წლით გახანგრძლივებაზე უკვე შეუთანხმდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული