ბალოტელიმ ვარჯიშები გააცდინა, "ბრეშიამ" კი კონტრაქტი შეუწყვიტა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ბრეშიას" ხელმძღვანელობამ ვერ აიტანა ბალოტელის მიერ ვარჯიშების გაცდენა და ფეხბურთელს კონტრაქტი შეუჩერა.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბალოტელის ადვოკატთან არის შეთანხმებული. 2019 წლის ზაფხულში მარიო "ბრეშიაში" "მარსელიდან" გადავიდა. მის ანგარიშზე 19 მატჩში 5 გოლია.

რაც შეეხება "ბრეშიას", ის სერია A-დან გავარდნის კანდიდატია და "უსაფრთხო ზონამდე" 9 ქულა აშორებს.

იტალიის ჩემპიონატი 19 ივნისს განახლდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული