შაბათს 16 წლის გახდა და "ინტერმა" შეიძინა - ამბობენ, ვუნდერკინდიაო

AutoSharing Option
"ბოტევის" შემტევი ნახევარმცველი ნიკოლა ილიევი კარიერას "ინტერის" პრიმავერაში გააგრძელებს.

Calciomercato-ს ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს.

"ინტერი" ბულგარელში 500 ათას ევროს გადაიხდის და თუ შემდგომში გაყიდა, "ბოტევი" კიდევ გარკვეულ თანხას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ილიევი შაბათს, 6 ივნისს, 16 წლის გახდა და უკვე "ინტერში" იმყოფება. მომავალი სეზონიდან ის მილანური კლუბის ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენი არ იცით ხომ “ბოტევი “ რომელი ქვეყნის გუნდია?
შოთა
20:24 09-06-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული