ჩალჰანოღლუ: მსაჯს რებიჩის გაძევების მომენტის ვიდეოგამეორება უნდა ენახა

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" თასზე ნამატჩევს (0:0) საკუთარი მოსაზრება "მილანის" ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ გამოთქვა.

"ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ. მსაჯმა რონალდოსთვის პენალტის დასანიშნად ვიდეოგამეორება რომ ნახა, ასევე უნდა მოქცეულიყო რებიჩის გაძევების მომენტშიც.

გაღიზიანებულები ვართ, თუმცა კარგად ვითამაშეთ, მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. ძნელი სათქმელია, ორი მატჩის ჯამში ვინ დაიმსახურა ფინალში გასვლა.

ვფიქრობ, იბრაჰიმოვიჩს, კასტილეხოსა და ერნანდესს რომ ეთამაშათ, მეტი შანსი გვექნებოდა. გასაგებია, "იუვენტუსთან" დაპირისპირება ძნელია, მაგრამ ორივე შეხვედრა თანაბარი იყო.

ძნელი სათქმელია, კაცნაკლულებმა უკეთ რატომ ვითამაშეთ. ძალიან გვინდოდა გამარჯვება და ბოლომდე დავიხარჯეთ. ახლა მოუთმენლად ველით შემდეგ
მატჩს", - განუცხადა ჩალჰანოღლუმ "რაი სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
სანახავი რაღა იყო?ისე წავიდა მეტოქეზე,ფეხი რომც ასცდენოდა,მაინც გასაძევებელი იყო.
სოსო
08:17 13-06-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული