"ნაპოლიმ" "ინტერის" ბარიერი გადალახა და ფინალში "იუვენტუსს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი "ნაპოლისა" და "ინტერს" შორის 1:1 დასრულდა და რადგან პირველი შეხვედრა ნეაპოლელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული, ფინალში გავიდნენ.

ანგარიში დებიუტში პირდაპირ კუთხურიდან ერიკსენმა გახსნა. რაც "ინტერში" გადავიდა, მან მეორე გოლი გაიტანა. უნდა აღინიშნოს მეკარე ოსპინას უხეში შეცდომა. 41-ე წუთზე კი მერტენსმა საპასუხო გოლი გაიტანა. მან ნეაპოლურ გუნდში 122-ე გოლი გაიტანა, ჰამშიკს გაასწრო და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მესამე ადგილზე 115 გოლით მარადონაა.

მეორე ტაიმში "ნერიაძური" ბევრს უტევდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა, ხოლო "ნაპოლი" სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა. საბოლოოდ ვერც
ერთმა გუნდმა ვერ შეძლო ანგარიშის შეცვლა და ფინალში ჯენარო გატუზოს გუნდი გავიდა.

17 ივნისს, რომში, ფინალში ერთმანეთს "ნაპოლი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული