ვგრძნობ, ფინალში გასვლა დავიმსახურეთ - კონტემ უცნაური განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიომ კონტემ იტალიის თასის ნახევარფინალში "ნაპოლისთან" ორი მატჩის ჯამში მარცხის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ორი შეხვედრის გათვალისწინებით "ინტერმა" ფინალში გასვლა დაიმსახურა. ჩემი ფეხბურთელების დადანაშაულება არაფერში შემიძლია. ეს აგრესიული ფეხბურთი იყო და მომავალშიც ჩვენი დომინაციის ნახვა მინდა.

ბევრი შანსი გვქონდა, უფრო ცივსისხლიანად შეგვეძლო მოქმედება რამდენიმე ეპიზოდში, თუმცა ოსპინამ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და თამაშის ბედიც გადაწყვიტა.

სულელური შეცდომის შედეგად გაშვებულმა გოლმა გული ძალიან დამწყვიტა. "ნაპოლის" გოლის დროს რიკოშეტი იყო
და შემდეგ ჩვენც ავირიეთ. იმ მომენტში საჭირო მობილიზაცია დაგვაკლდა და ამიტომაც დავისაჯეთ. ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება, რამეთუ სწორედ ასეთი დეტალები არის გადამწყვეტი.

მინდა, "ინტერმა" მომვენო შეხვედრებიც ასე ჩაატაროს. ჩვენ ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი, დაახლოებით, 60% გვქონდა, ჩვეულებრივზე მეტად დავარტყით კარში.

"ნაპოლი" ფინალში გავიდა, მათ წინაშე ქედს ვიხრი, თუმცა მხოლოდ შედეგი კი არა, თამაშიც უნდა შევაფასოთ. ჩემი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვგრძნობ, ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ფეხბურთელები იმედგაცრუებული არიან,"- განაცხადა კონტემ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფორცა ინტერ!
ვახო...
16:32 14-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული