დე ლაურენტისი: სარიმ ფულის გამო მიღალატა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "იუვენტუსის" მწვრთნელი მაურიციო სარი გააკრიტიკა.

"სარიმ თავის ვულგარულად მართლებით გამაცოფა, თითქოს საქმე ფულში არ იყო. "ნაპოლისთან" კონტრაქტი ორი წლის შემდეგ უმთავრდებოდა და მიღალატა. თებერვალში ლანჩზე ტოსკანაში მიმიწვია, თავისი სახლიდან ორ ნაბიჯში. ის და მისი მეუღლე შესანიშნავად გამიმასპინძლდნენ, კარგი დრო გავატარეთ, თუმცა გუნდის დატოვებაზე სიტყვა არ დასცდენია. უკანასკნელ მომენტამდე დუმდა, რაც გუნდში პრობლემას ქმნიდა.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება გუნდში მისი კარგი 3 სეზონი დავივიწყოთ, მაგრამ ფეხბურთში ისეთივე კანონები მოქმედებს, როგორც კინოში. კარგი ფილმის შესაქმნელად ჩინებული
რეჟისორი და ასეთივე პროდიუსერია საჭირო. ისინი გენიალური შემოქმედების მშობლები არიან. ბუნებრივია, კლუბის ხელმძღვანელი არა მარტო შეცდომებს უშვებს, არამედ ნაწილობრივ წარმატებასაც განაპირობებს. ვინ გადმოიბირა კავანი, იგუაინი, მაცარი, ბენიტესი და სარი? ნუ დაგავიწყდებათ, რომ როდესაც ის მოვიწვიე, გულშემატკივრებმა მთელ ქალაქში საპროტესტო ბანერები გამოფინეს", - ციტირებს დე ლაურენტისს "კორიერე დელო სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული