სარი "მილანთან" მატჩზე: რონალდო 30 წუთის შემდეგ დაიკარგა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "მილანთან" იტალიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში (0:0) თავდამსხმელ რონალდოს თამაში შეაფასა.

"პირველი 30 წუთი კარგად ჩაატარა, შემდეგ კი დაიკარგა. ეს არაოპტიმალური ფიზიკური ფორმის ბრალია.

ის დაცვაშიც კი სასარგებლო იყო. თავი კარგად წარმოაჩინა.

დიდი ტალანტია. მნიშვნელობა არა აქვს, მოედანზე რომელ პოზიციაზე იმყოფება", - ციტირებს სარის "კორიერე დელო სპორტი".

შეგახსენებთ, ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ფინალში "იუვენტუსი" გავიდა, რონალდომ კი პენალტი ვერ გამოიყენა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული