"მილანის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?

AutoSharing Option
"მილანი" - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. იტალიურმა კლუბმა 50-ზე მეტი ტიტული მოიგო, მათგან 7 კი ჩემპიონთა ლიგის თასია. გასაკვირი არაა, რომ იტალიურ გრანდში დიდებული თავდამსხმელები ითამაშებდნენ.

5. ფილიპო ინძაგი, 2001-12
ინძაგი იყო თავდამსხმელი, რომელსაც გოლის გატანა სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეეძლო. ეშმაკი და საზრიანი ინძაგი შეტევაში ისეთ პოზიციას პოულობდა, რომ გოლის გატანა ერთი-ორი მცირე მოძრაობით მოეხერხებინა. გულშემატკივარს ის დაამახსოვრდა, როგორც გოლის გატანის საოცარი ალღოს მქონე ფეხბურთელი. მთლიანობაში, "მილანის" შემადგენლობაში მან 126 გოლი გაიტანა.

4. ჟოზე ალტაფინი, 1958-65
ბრაზილიელი იტალიური ფესვებით, თავისი თაობის
ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდად ითვლებოდა. მან 20 წლის ასაკში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, შემდეგ გახდა იტალიის მოქალაქე და "მილანში" 7 ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. თავდამსხმელის მთავარი მახასიათებლები იყო: სისწრაფე, ტექნიკა და ინტელექტი. სწორედ მათ აქციეს ფეხბურთელი გოლების მანქანად: 246 მატჩში 161 გოლი.

3. ანდრეი შევჩენკო, 1999-2006, 2008-09
უკრაინელი, რომელსაც "მილანში" არასდროს დაივიწყებენ. ლობანოვსკის აღზრდილი შევჩენკო იტალიაში სწრაფად შეთამაშდა და 2000-იანების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. მას ჰქონდა ზუსტი დარტყმა, იყო სწრაფი და ამტანი. "მილანში" თამაშის პერიოდში მას 175 გოლი დაუგროვდა.

2. მარკო ვან ბასტენი, 1987-95
ჰოლანდიელმა "მილანში" 8 წელი დაჰყო, თუმცა აქედან მხოლოდ 5.5 ითამაშა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა აიძულა, ფეხბურთიდან ნაადრევად წასულიყო. თუმცა მარკომ თავის კვალის დატოვება მაინც მოასწრო: მოიგო 3 "ოქროს ბურთი" და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ტიტული. თამაშობდა სანახაობრივად: ურტყამდა ორივე ფეხით, კარგად გრძნობდა და ასრულებდა მომენტებს. 201 შეხვედრაში თავის გამოჩენა 124-ჯერ მოახერხა.

1. გუნარ ნორდალი, 1949-56
თუკი დიდებული შვედი "ოქროს ბურთის" პერიოდში ითამაშებდა, ის მას აუცილებლად მოიგებდა, თანაც რამდენიმეს. ნორდალი იყო სუპერბომბარდირი და პრაქტიკულად ყველა მატჩში გოლი გაჰქონდა. 60 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ის კლუბის საუკეთესო ბომბარდირი და იტალიურ ფეხბურთში საშუალო შედეგიანობის რეკორდსმენია. მან 268 მატჩში 221 გოლი შეაგდო.

თქვენ ვის დაამატებდით ამ სიაში?

მკითხველის კომენტარები / 18 /
და ჯანი რივერა???
MAXSIMUS
19:17 21-06-2020
0
კომენტარებში ბევრი ჟორჟ ვეას ასახელებს და ინძაგის ადარებენ, სტატიის სათაური კი მილანის ისტორიაში საუკეთესო 5 თავდამსხმელია ანუ ის თავდამსხმელები, ვისაც მილანის ისტორიაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი და ბევრი გოლი გატანილი. სუპერპიპოს მილანისთვის მინიმუმ ორჯერ მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ჟორჟ ვეას. მხოლოდ ინძაგის მიერ 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლი რად ღირს.
მილანის გულშემატკივარი
19:33 17-06-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული