"მილანის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?

AutoSharing Option
"მილანი" - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. იტალიურმა კლუბმა 50-ზე მეტი ტიტული მოიგო, მათგან 7 კი ჩემპიონთა ლიგის თასია. გასაკვირი არაა, რომ იტალიურ გრანდში დიდებული თავდამსხმელები ითამაშებდნენ.

5. ფილიპო ინძაგი, 2001-12
ინძაგი იყო თავდამსხმელი, რომელსაც გოლის გატანა სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეეძლო. ეშმაკი და საზრიანი ინძაგი შეტევაში ისეთ პოზიციას პოულობდა, რომ გოლის გატანა ერთი-ორი მცირე მოძრაობით მოეხერხებინა. გულშემატკივარს ის დაამახსოვრდა, როგორც გოლის გატანის საოცარი ალღოს მქონე ფეხბურთელი. მთლიანობაში, "მილანის" შემადგენლობაში მან 126 გოლი გაიტანა.

4. ჟოზე ალტაფინი, 1958-65
ბრაზილიელი იტალიური ფესვებით, თავისი თაობის
ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდად ითვლებოდა. მან 20 წლის ასაკში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, შემდეგ გახდა იტალიის მოქალაქე და "მილანში" 7 ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. თავდამსხმელის მთავარი მახასიათებლები იყო: სისწრაფე, ტექნიკა და ინტელექტი. სწორედ მათ აქციეს ფეხბურთელი გოლების მანქანად: 246 მატჩში 161 გოლი.

3. ანდრეი შევჩენკო, 1999-2006, 2008-09
უკრაინელი, რომელსაც "მილანში" არასდროს დაივიწყებენ. ლობანოვსკის აღზრდილი შევჩენკო იტალიაში სწრაფად შეთამაშდა და 2000-იანების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. მას ჰქონდა ზუსტი დარტყმა, იყო სწრაფი და ამტანი. "მილანში" თამაშის პერიოდში მას 175 გოლი დაუგროვდა.

2. მარკო ვან ბასტენი, 1987-95
ჰოლანდიელმა "მილანში" 8 წელი დაჰყო, თუმცა აქედან მხოლოდ 5.5 ითამაშა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა აიძულა, ფეხბურთიდან ნაადრევად წასულიყო. თუმცა მარკომ თავის კვალის დატოვება მაინც მოასწრო: მოიგო 3 "ოქროს ბურთი" და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ტიტული. თამაშობდა სანახაობრივად: ურტყამდა ორივე ფეხით, კარგად გრძნობდა და ასრულებდა მომენტებს. 201 შეხვედრაში თავის გამოჩენა 124-ჯერ მოახერხა.

1. გუნარ ნორდალი, 1949-56
თუკი დიდებული შვედი "ოქროს ბურთის" პერიოდში ითამაშებდა, ის მას აუცილებლად მოიგებდა, თანაც რამდენიმეს. ნორდალი იყო სუპერბომბარდირი და პრაქტიკულად ყველა მატჩში გოლი გაჰქონდა. 60 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ის კლუბის საუკეთესო ბომბარდირი და იტალიურ ფეხბურთში საშუალო შედეგიანობის რეკორდსმენია. მან 268 მატჩში 221 გოლი შეაგდო.

თქვენ ვის დაამატებდით ამ სიაში?

მკითხველის კომენტარები / 18 /
და ჯანი რივერა???
MAXSIMUS
21 ივნისი 2020 19:17
0
კომენტარებში ბევრი ჟორჟ ვეას ასახელებს და ინძაგის ადარებენ, სტატიის სათაური კი მილანის ისტორიაში საუკეთესო 5 თავდამსხმელია ანუ ის თავდამსხმელები, ვისაც მილანის ისტორიაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი და ბევრი გოლი გატანილი. სუპერპიპოს მილანისთვის მინიმუმ ორჯერ მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ჟორჟ ვეას. მხოლოდ ინძაგის მიერ 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლი რად ღირს.
მილანის გულშემატკივარი
17 ივნისი 2020 19:33
2
არ მგონია დიდი ხანია უყურებდე ფეხბურთს. მე რაც მახსოვს, 1998-99 წლების სეზონს ვუყურებდი აქტიურად, მაშინ ლაციო იყო ძალიან ძლიერი შემადგენლობით და დაბერებულმა ვეამ და ბირჰოფმა ლომის წილი დაიდეს მილანის გაჩემპიონებაში. თან გაითვალისწინე, ბირჰოფი ძირითადად თავით თამაშობდა კარგად, ხოლო ფეხით ვისაც უნდა ეთამაშა (ლეონარდო, ბონანი) პრაქტიკულად ყველა დაბერებული იყო. მე აღფრთოვანებული ვუყურებდი ეს 33 წლის კაცი როგორ მიათრევდა მთელ გუნდს და ლამის მარტო მატაობდა და ქმნიდა რაღაც არაორდინალურს. 2 კაცს ნებისმიერ დროს ატყუებდა 33 წლის ასაკშიც კი და ეხლა მეუბნები ინძაგი ჯობდაო, რომელიც სულ სხვის მიერ შექმნილ მომენტს ელოდა. პიპო მაგარი იყო მაგრამ რასაც ფეხბურთი ჰქვია, იმას ვეა თამაშობდა.

პ.ს. იუთუბზე მოძებნე ვეას გოლი ვერონასთამ 1996 წელს, მთელი გუნდი რომ მოატყუა და თავის საჯარიმოდან წამოღებული ბურთი გოლად აქცია მარტომ. ამის მერე აღარ შეადარებ პიპოს და ვეას ;))

რამდენი წლის ხარ
18 ივნისი 2020 09:45
0
ჯორჯ ვეა??
jorji
17 ივნისი 2020 19:15
6
შევჩენკომ რამდენი მატჩი ჩაატარა მილანში რატომ არ წერია? თუ სხვა თავდამსხმელებზე ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული და აქედან 175 გოლი. მემგონი ეს საუკეთესო შედეგი უნდა იყოს
დავით 67
17 ივნისი 2020 17:49
2
ყველას ჩვენი ავტოგოლა სჯობს. გოლი ვერ გააქვთ? აგერ არის ჩიკოლიკო, ბაც და გოლია აბა რაია?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
17 ივნისი 2020 17:45
8
საინტერესოა რომ საიტზე milanlegends ვან ბასტენი არ ჰყავთ ხუთეულშიც კი.

მათი ათეული ასე გამოიყურება:
1. გუნარ ნორდალი
2 . შევჩენკო
3 ჯანი რივერა
4 ალტაფინი
5. ალდო ბოფი
6. ინძაგი
7. ვან ბასტენი
8. სანტაგოსტინო
9. კაკა
10. პრატი

პირადად ჩემი აზრია რომ კაკა ნახევარმცველია და არა თავდამსხმელი. თუ ყველა შემტევს იყვალოსწინებენ მაშინ რუდ გულიტმა რა დააშავა და ზოგადად შორს წავლენ.
ასევე ინძაგი არანაირად არ ჯობია ვამ ბასტენს და არც სასწაული ტექნიკის მქონე ჟორჟ ვეად.

ხოლო თუ ისეთ თავდამსხმელებსაც გაითვალისწინებენ მხოლოდ 1-2 სეზონი რომ ითამაშეს მაგრამ ტიტული მოაგებინეს გუნდს, ზლატანივ მაგ სიაშია და ალბათ კიდევ ბევრი.
George Weah
17 ივნისი 2020 15:47
2
მესი და რონალდო,შეტევებს მოედნის სიღრმიდან იწყებდნენ და თავდამსხმელები არ არიან?ძალიან ხშირად ფეხბურთელების კლასიფიკაციასაც კი ასე აცალკევებდნენ.მეკარე,მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები.ეს ბოლო ორი,ძალიან ხშირად ერთიან სიაში შეჰყავდათ,როგორც შეტევის ჯგუფი.ისედაც შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის ერთმანეთისაგან განსხვავება,საკმაოდ პირობითია.ასე რომ თავდამსხმელი თუ შემტევი,იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ,რამდენად საშიშია ის მოწინააღმდეგის კარისათვის.ამ ნიშნით ძალიან ბევრი შემტევი ნახევარმცველი მოხვდება საუკეთესო თავდამსხმელების სიაში
სოსო
17 ივნისი 2020 18:13
1
ერთადერთი აფრიკელი რომელმაც
ოქროს ბურთი მოიგო არა??? ინძაგი მკვლელი იყო მაგრამ როგორც ფეხბურთელი ვიას ფრხზილადაც არ ღირსა. შევჩენკოხ გამოჩნდა ჩელსიში რაც იყო. სულელური სიაა ძაან
Vea
17 ივნისი 2020 15:15
14
გელა ნუგზარაშვილი რატო არაა სიაში?
a?
17 ივნისი 2020 15:06
6
Ddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddd peticia gavaketot too gela visac gvinda siashi me movawer xels, inzaghi vin chemi trubnoi kluchia
Dddddddddddddd
17 ივნისი 2020 16:32
1
რუუდ გულიტი დიდი ფეხბურთელი იყო და ამ სიაში ნამდვილად დასამატებელია
ზაზა
17 ივნისი 2020 14:52
4
ვეა და კაკა,მოხსენიების ღირსებიც აღარ არიან?
სოსო
17 ივნისი 2020 14:05
4
ეს პირველად თქვენგან გავიგე ობიექტურო შემფასებელო.ალბათ უამრავი თამაში რომ ერთპიროვნულად,სოლო რეიდების შემდეგ მოიგო,ეს შემტევობად არ ითვლება.საუკეთესო თავდამსხმელი,მეტოქის კარისათვის საფრთხის ხარისხით გამოვლინდება და კაკა,მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაასახელეს,დაცვაში წარმატებული თამაშისათვის ნამდვილად არ იყო
სოსო
17 ივნისი 2020 16:49
4
უკაცრავად, მაგრამ კაკა რომ ნახევარმცველი იყო, თქვენთვის არავის უცნობებია?
"ობიექტური შემფასებელი"
17 ივნისი 2020 14:31
0

სიახლეები პოპულარული