გატუზომ "ნაპოლის" ფეხბურთელი ფინალის წინ ვარჯიშიდან გააგდო

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო უკმაყოფილო იყო ფინალის წინ თავისი ნახევარმცველის, ირვინგ ლოსანოს ვარჯიშით.

42 წლის სპეციალისტმა ირვინგი ვარჯიშიდან მას შემდეგ გააგდო, რაც ჩათვალა, რომ ის არასაკმარისად იხარჯებოდა.

ეს შემთხვევა გატუზოსთვის პირველი არ არის. 2020 წლის თებერვალში მან ვარჯიშიდან ალანი გააძევა, ხოლო მიზეზად კი დაასახელა: "ალანი ვარჯიშზე კი არ დარბოდა, არამედ დადიოდა". მოგვიანებით, ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ დამნაშავე იყო.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ფინალში, სადაც ერთმანეთს "იუვენტუსი"
და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან, ირვინგი სათადარიგო სკამზე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული