ტურინის "იუვენტუსი" კოპა იტალიის ფინალში პენალტების სერიებამდე მისვლას გუნდის 42 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს უნდა უმადლოდეს, რომელმაც შეხვედრის ძირითადი დროის დამატებით წუთებზე საოცარი ბურთი მოიგერია.
"ნაპოლის" ფეხბურთელებმა კუთხური მოაწოდეს. ლეგენდარულმა მეკარემ ჯერ თავით დარტყმული ბურთი აიღო, შემდეგ კი 1 მეტრიდან დამატებაზე კარისკენ გადაგზავნილ ბურთსაც შეუცვალა მიმართულება.
მართალია, "იუვე" პენალტების სერიაში დამარცხდა, თუმცა ეს ბუფონის ბრალი არ ყოფილა.
დასასრულის დასაწყისი? რონალდომ, პირველად კარიერაში, ზედიზედ 2 ფინალი წააგო
ნეაპოლში ზეიმია და რონალდოსმაისურიან კუბოს დაატარებენ - კორონავირუსი აღარავის ახსოვს