ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ კომენტარი გააკეთა "ბებერი სინიორას" იტალიის თასის ფინალში მარცხის შესახებ.
"სამი თვის წინ "ინტერთან" (2:0) გამართულ შეხვედრაში "იუვემ" კარგი თამაში აჩვენა, "მილანთან" და "ნაპოლისთან" კი მხოლოდ ბურთს ფლობდნენ და კარში ნაკლებად უკრავდნენ.
ძალიან არ მომეწონა სარის სიტყვები, მან ფინალში წაგების მიზეზად "ნაპოლის" ფეხბურთელების მიერ პენალტების უკეთ შესრულება დაასახელა. მე კი ვფიქრობ, თასი იმიტომ დავკარგეთ, რომ გუნდი საკმარისად მიზანმიმართული არ იყო.
"იუვენტუსს" საკუთარი ავტოგრაფი აღარ აქვს. კლუბში რონალდოს მოყვანის შემდეგ, "იუვე" გუნდურობაზე უარი სოლისტის სანაცვლოდ
თქვა. ალეგრის ხელში ეს მუშაობდა, სარი კი ვერაფერს ახერხებს.
განსაკუთრებული მწვრთნელი უნდა იყო ვარსკვლავების მართვა რომ შეძლო. სარი ამას "ნაპოლიში" ახერხებდა, თუმცა რონალდოსთან მას არაფერი გამოდის.
თუ კი სარი იტალიის ჩემპიონატს მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავა, მას კლუბში დატოვებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აჯობებს მეგობრებს გამოემშვიდობოს,"- განაცხადა ჯილიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
დასასრულის დასაწყისი? რონალდომ, პირველად კარიერაში, ზედიზედ 2 ფინალი წააგო
ბებერი ხარის რქებიც ხნავსო - ბუფონმა სასწაული ბურთი მოიგერია [VIDEO]
ნეაპოლში ზეიმია და რონალდოსმაისურიან კუბოს დაატარებენ - კორონავირუსი აღარავის ახსოვს