სარი: რონალდო ფორმაში არაა - იმედია, დღეს უკეთ ითამაშებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თავდამსხმელ რონალდოს თამაშზე გააკეთა კომენტარი.

"რამდენჯერმე ვესაუბრე. უფრო ფართოდ როდესაც თამაშობდა (ცენტრფორვარდის პოზიციისგან განსხვავებით), 700 გოლი გაიტანა. ამას ანიჭებს უპირატესობას და ეს სავსებით ნორმალურია.

სამი ფეხბურთელი გამოვიძახე და დაველაპარაკე, თუ როგორ უნდა ემოქმედათ ფინალში. ყველაფერი გავაანალიზეთ. ვცადეთ, დიბალას ცენტრში ეთამაშა.

გუშინ რონალდოს დიდხანს ველაპარაკე. იმედია, დღეს ან მაქსიმუმ ერთ კვირაში ისევ გახდება ის ფანტასტიკური ფეხბურთელი, რომლის ხილვასაც მივეჩვიეთ. უბრალოდ ახლა ის საუკეთესო ფორმაში არაა", - განუცხადა სარიმ Sky Sport Italia-ს.

22 ივნისს, "იუვენტუსი" სერია A-ს 27-ე
ტურში გასვლაზე "ბოლონიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული