ინსინიემ ტიფოზს მოპარულის ნაცვლად ახალი მოპედი უყიდა

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და "იუვენტუსს" შორის იტალიის თასის ფინალის შემდეგ ზეიმისას ნეაპოლელ გულშემატკივარ სალვატორეს მოპედი მოპარეს. არადა, ძალიან სჭირდებოდა, ვინაიდან Uber Eats-ში კურიერად მუშაობს. მის მწუხარებას არ ჰქონდა საზღვარი და ძალიან გაიხარა, როდესაც უცნობმა ახალი მოპედი გაუგზავნა.

Radio Marte-მ დაადგინა, რომ სალვატორეს საჩუქარი "ნაპოლის" თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ გაუკეთა, რომელიც თავადაც ნეაპოლელია.

"გამარჯობა, ლორენცო. მე სალვატორე ვარ. Radio Marte-ში ვიმყოფები. მივიღე თქვენი შესანიშნავი საჩუქარი. მადლობა. "ფორცა ნაპოლი". თუ შეგიძლიათ შემხვდეთ და თქვენი ავტოგრაფიანი მაისურა მომცეთ. გმადლობთ", - მიმართა ქომაგმა გუნდის კაპიტანს.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" პენალტების
სერიაში "იუვე" დაამარცხა და მეექვსედ დაეუფლა თასს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოპედი, მაისური და ცოტა ხანში ეტყვის ბარემ ცოლიც მათხოვეო :)
Giorgi
10:52 24-06-2020
1
ტიპი რა ნაგლია, გატუზო რო ყოფილიყო ინსინიეს ნაცვლად, უეჭველი სასტარტოში ადგილს სთხოვდა:)
Caruzo9
00:41 24-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული