"ლიონის" პრეზიდენტი: რონალდო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უკვე არ არის

AutoSharing Option
"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის მოლოდინის თაობაზე ისაუბრა.

"ისინი უკეთეს ფორმაში არიან და ფავორიტები იქნებიან. ეს მიუხედავად იმისა, რომ რონალდო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უკვე არ არის. შევეცდებით, რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ. ჯერ არ ვიცით, მოვახერხებთ თუ არა ამხანაგური შეხვედრების ჩატარებას. აგვისტოში დეპაი უნდა დაგვიბრუნდეს", - განუცხადა ოლამ იტალიურ "რეპუბლიკას".

შეგახსენებთ, პირველ მატჩში "ლიონმა" სახლში 1:0 იმარჯვა.

კორონავირუსის გამო საფრანგეთის ჩემპიონატი ვადამდე დასრულდა, ხოლო სერია A-ს გათამაშება განახლდა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
რაღაც ძალიან მიადგნენ მესის და რონალდოს.ჰგონიათ ეგ არის და მორჩაო.სულ ტყუილად.კლასი არ იკარგება.
სოსო
20:20 26-06-2020
1
ყველამ ვინც ასეთი სისულელეები ილაპარაკა რონალდოზე, რონალდომ ჰეთ-თრიქებით გასცა პასუხი.განმეორებით მატჩს ველოდები, როცა რონალდო ჩამოაფარებს მაგ ლუზერებს თავზე ბურთს.
კარგით რა
11:44 26-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული