საფრანგეთის ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გამო "ლიონი" ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს, რადგან მეშვიდე ადგილზე დარჩა.
"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა ამტკიცებს, რომ თავიდან ლიგა 1-ის დასრულება ერთი ტურით ადრე უნდოდათ, მაგრამ მაშინ მისი გუნდი ექვსეულში იმყოფებოდა. ოლამ საერთაშორისო სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლა, თუმცა მისი აპელაცია არ განიხილეს.
"სეზონის დასრულების გადაწყვეტილება იდიოტებმა მიიღეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ესპანეთი კორონავირუსით საფრანგეთზე მეტად დაზარალდა, ჩემპიონატს კი განაახლებს. უეფამ სეზონის განახლების რეკომენდაცია მოგვცა, ხოლო ჩვენ ეს საერთოდ არ განგვიხილავს. აბსოლუტური სკანდალია!", - დაიჩივლა ოლამ "ეკიპთან".