"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის მოლოდინის თაობაზე ისაუბრა.
"ისინი უკეთეს ფორმაში არიან და ფავორიტები იქნებიან. ეს მიუხედავად იმისა, რომ რონალდო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უკვე არ არის. შევეცდებით, რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ. ჯერ არ ვიცით, მოვახერხებთ თუ არა ამხანაგური შეხვედრების ჩატარებას. აგვისტოში დეპაი უნდა დაგვიბრუნდეს", - განუცხადა ოლამ იტალიურ "რეპუბლიკას".
შეგახსენებთ, პირველ მატჩში "ლიონმა" სახლში 1:0 იმარჯვა.
კორონავირუსის გამო საფრანგეთის ჩემპიონატი ვადამდე დასრულდა, ხოლო სერია A-ს გათამაშება განახლდა.