"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ შეიძლება "ლეჩესთან" სერია A-ს 28-ე ტურის მატჩი გამოტოვოს.
ჩემპიონატის განახლების შემდეგ 35 წლის პორტუგალიელი აშკარად ვერაა კარგ ფორმაში და Calciomercato-ს ცნობით, გუნდის მწვრთნელს, მაურიციო სარის სურს, დაასვენოს.
ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. არაა გამორიცხული, სასტარტოში დუგლას კოსტა ვიხილოთ და ის რონალდომ შეცვალოს.
ამ სეზონში კრიშტიანომ ჩემპიონატის 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა (8 პენალტით) და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ სეზონში კრიშტიანომ ჩემპიონატის 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა (8 პენალტით) და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"იუვენტუსისა" და "ლეჩეს" მატჩი დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.