ბუფონმა და კიელინიმ "იუვენტუსთან" კონტრაქტები გააგრძელეს

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" მეკარე ჯიჯი ბუფონსა და მცველ ჯორჯო კიელინისთან თანამშრომლობის გახანგრძლივების თაობაზე გაავრცელა განცხადება.

42 წლის ბუფონსა და 35 წლის კიელინის კონტრაქტები გაისამდე გაუგრძელეს.

ბუფონმა ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 7 მატჩში 7 გოლი გაუშვა, კიელინიმ კი 3 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

კიელინი "იუვეს" ღირსებას 2005 წლიდან იცავს, ხოლო ბუფონი - 2001 წლიდან. ის 2017/18 წლების სეზონში პსჟ-ში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუფონს ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ მოედანზე ხომ არ აპირებს სიკვდილს?
mdaaa
00:56 30-06-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული