ალექსის სანჩესი "ინტერიდან" "მანჩესტერში" დაბრუნდება?

AutoSharing Option
31 წლის ჩილელი ნახევარმცველი ალექსის სანჩესი უკვე პირველ ივლისს შეიძლება "მანჩესტერში" დაბრუნდეს, - იტყობინება ჟურნალისტი საიმონ სტოუნი თავისი "ტვიტერით".

ფეხბურთელს "ინტერთან" იჯარა 30 ივნისს უმთავრდება და მხარეებმა მის გახანგრძლივებაზე ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამასთან, ორივე კლუბს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება სურს.

სანჩესმა ამ სეზონში სერია A-ს 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული