"ნაპოლი" "ლილის" ორ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლი" "ლილის" ფეხბურთელებით, გაბრიელითა და ვიქტორ ოსიმენით გაძლიერებას აპირებს. ინფორმაციას Football Italia ავრცელებს და მისივე ცნობით, გუნდი ჯამში 100 მილიონ ევროს გადადებს მათი ტრანსფერისთვის.

22 წლის მცველი გაბრიელი 30 მილიონ ევროდ ფასდება. იტალიურ კლუბში მას კალიდ კულიბალის შემცვლელად მოიაზრებენ.

ოსიმენში კი "ნაპოლის" 70 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თუმცა ტრანსფერის პირობები ჯერჯერობით შეუთანხმებელია. კლუბი ნიგერიელს პირად კონტრაქტს გაუფორმებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსიმენით "ტოტენჰემ ჰოთსპური" და "ნიუკასლი" არიან დაინტერესებულნი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული