2019 წლის შემდეგ პირველად - ალექსის სანჩესმა კლუბში გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში მილანის "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ბრეშია" 6:0 გაანადგურა და შეხვედრაში გოლი პენალტით ჩილელმა შემტევმა ალექსის სანჩესმაც გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სანჩესმა გასული წლის სექტემბრის შემდეგ გოლი პირველად გაიტანა, როდესაც "სამპდორიას" კარი დალაშქრა. მის ანგარიშზე "ნერაძურიში" 24 მატჩში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

გატანილი გოლი გარდა, სანჩესმა 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა და კონტემ ჩილელი მთელი მატჩის განმავლობაში ათამაშა. "ინტერის" 7-იანის გარდა, გოლები იანგმა, დ'ამბროზიომ, გალიარდინიმ, ერიკსენმა და კანდრევამ გაიტანეს.

ამ გამარჯვების შემდეგ "ინტერნაციონალემ" 64 ქულა მოაგროვა და
სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს, მე-2 ადგილზე მყოფ "ლაციოს" 4 ქულით ჩამორჩება, ლიდერ "იუვენტუსს" კი - 8-ით.

1-ლი ივლისი, "სან სირო"
ინტერი - ბრეშია 6:0
გოლები: 1:0 იანგი, (5), 2:0 სანჩესი(20, პენ), 3:0 დ'ამბროზიო (45), 4:0 გალიარდინი (52), 5:0 ერიკსენი (83), 6:0 კანდრევა (88)

მკითხველის კომენტარები / 3 /
Sampdorias mamachemma gautana? Gadaamowmet xolme informacia
Emre
01:38 02-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული