სერია A-ს 30-ე ტურში "იუვენტუსმა" 4:1 დაამარცხა "ტორინო".
"იუვენტუსი" 75 ქულით ლიდერია და 7 ივლისს გასვლაზე "მილანს" დაუპირისპირდება.
"იუვეს" 42 წლის მეკარე ჯიჯი ბუფონმა ჩემპიონატზე 648-ე მატჩი ჩაატარა და პაოლო მალდინის რეკორდი მოხსნა.
მასპინძელთა თავდამსხმელმა რონალდომ პირველად გაიტანა "იუვენტუსში" გოლი საჯარიმოდან - 43-ე ცდიდან. ამ სეზონში მის ანგარიშზე ჩემპიონატზე 26 მატჩში 25 გოლი (9 პენალტით) და 5 საგოლე გადაცემაა. ის ამ გუნდის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც უკანასკნელი 59 წლის განმავლობაში ერთ სეზონში ჩემპიონატზე 25 გოლი გაიტანა.
"ბებერი ქალბატონის" ფორვარდმა დიბალამ სერია A-ს ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.
იუვენტუსი - ტორინო 4:1
გოლები: 1:0 დიბალა (3), 2:0 კუადრადო (29), 2:1 ბელოტი (45+6, პენ), 3:1 რონალდო (61), 4:1 ჯიჯი (87, საკ. კარში)