რანგნიკი "მილანში" მწვრთნელიც იქნება და დირექტორიც

AutoSharing Option
"ლაიპციგის" ყოფილი მწვრთნელი რალფ რანგნიკი "მილანში" ორ თანამდებობას დაიკავებს.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, გერმანელი სპეციალისტი მწვრთნელიც იქნება და შეთავსებით კლუბის ტექნიკური დირექტორიც.

მწვრთნელის პოსტზე ის სტეფანო პიიოლის, ხოლო ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე პაოლო მალდინის შეცვლის, რომელიც შეიძლება კლუბის ელჩი გახდეს.

ამჟამად რანგნიკი კომპანია "რედ ბულში" სპორტის განყოფილებისა და ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელია.

"მილანი" 30 ტურის შემდეგ სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძველი მილანი სწორედ სტაბილური შემადგენლობით იყო ძლიერი.ამჟამად კი,გუნდის მფლობელი,რომან ფიფია მგონია.ყოველ წლიურად ახალი გეგმით, სტრატეგიით და შემადგენლობით.
სოსო
19:50 08-07-2020
0
ერთ სეზონზე მეტი აცადონ ,არაა გასაშვები პიოლი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული