"ნაპოლის" ხელმძღვანელობა გატუზოს ვარიანტით კმაყოფილია და კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ნეაპოლურ გუნდთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ინფორმაციას ნიკოლა სკირა "თვითერის" მეშვეობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში გატუზო კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და დეტალებს შეათანხმებენ. მწვრთნელის კონტრაქტი ძალაში 2023 წლამდე იქნება.

შეგახსენებთ, ჯენარო გუნდის მწვრთნელად გასული წლის ბოლოს დაინიშნა. 31-ე ტურის შემდეგ "ნაპოლი" 51 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 14 ქულა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს "ნაპოლიმ" ტურინის "იუვენტუსს" იტალიის თასის ფინალში პენალტების სერიაში სძლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიმსახურა
L.J.
17:57 10-07-2020
1

სიახლეები პოპულარული