"სასუოლომ" ბურთი უგორა, სამი შეუგორა და "იუვენტუსი" ისევ გადაურჩა წაგებას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 33-ე ტურში "სასუოლოსა" და "იუვენტუსის" მატჩი 3:3 დასრულდა.

"ატალანტასთან" რონალდოს ორი პენალტით მარცხს გადარჩენილი "იუვე" "სასუოლოსთან" შესახვედრად მატარებლით გაემგზავრა და მისმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მძიმე დაპირისპირება იწინასწარმეტყველა. ასეც მოხდა.

თუმცა დებიუტი სტუმრებისთვის სახიფათოს არაფერს არ მოასწავებდა, პირიქითაც შეიძლება ითქვას. იუბილარმა მცველმა დანილომ, რომელიც 29 წლისა მოიყარა, ანგარიში გახსნა. სასტარტოში დაყენებულმა იგუაინმა მალე მეორედ დაამწუხრა კონსილი და თითქოს ყველაფერი გაირკვა - ნურას უკაცრავად, მასპინძლებმა მოულოდნელად 3 გოლი გაიტანეს და წინ გაიჭრნენ. "ბებერმა სინიორამ" კი ცოტა ხანში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
დარჩენილ დროში "სასუოლომ" ბურთიც გააგორა და გამარჯვების მოპოვების მეტი შანსიც ჰქონდა, მაგრამ ტურინელებს მხსნელად მეკარე შენსნი მოევლინათ.

რაც შეეხება "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს, ამ მართლაც თვალსასეირო მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

"იუვენტუსმა" ჩემპიონატზე ბოლო 3 შეხვედრიდან 1 წააგო, 2 ფრედ დაასრულა, 77 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ატალანტას" 7 ქულით უსწრებს და 20 ივლისს "ლაციოს" უმასპინძლებს.

სასუოლო - იუვენტუსი 3:3
გოლები: 0:1 დანილო (5), 0:2 იგუაინი (12), 1:2 დურიშიჩი (29), 2:2 ბერარდი (51), 3:2 კაპუტო (54), 3:3 ალექს სანდრო (64)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული