სარი "იუვენტუსის" თამაშით კვლავ იმედგაცრუებულია

AutoSharing Option
"სასუოლოსთან" მატჩისას (3:3) "იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გვარიანად ინერვიულა, შეხვედრის შემდეგ კი შეგირდების გარჯით გამოწვეული უკმაყოფილება ვერ დამალა.

"მწვრთნელი თავისი გუნდისგან სტაბილურობას ელის. დღეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობა არ გვყოფნიდა. მომენტებში კარგად ვთამაშობდით, მომენტებში კი - პასიურად, რაც ძნელი ასახსნელია.

უკანასკნელ ხანს შესანიშნავ ფორმაში მყოფ გუნდებს შევხვდით და "სასუოლოც" ასეთია. თუ მომძლავრდებიან, მომავლის "ატალანტად" გადაიქცევიან.

მჯერა, თუ თამაშისას სტაბილურობის პრობლემას გადავწყვეტთ, სწორ გზას დავადგებით. თუ მეტოქის ნახევრის სამ მეოთხედზე ბურთის თავისუფლად გათამაშების საშუალებას მისცემ, ნებისმიერი გუნდი სახიფათოდ შემოგიტევს.

ხანდახან მგონია,
ამ გუნდს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ მოწინააღმდეგეს საჯარიმოში ადვილად შესვლის უფლებას აძლევენ. ჩვენ ბალანსის მოძიება გვმართებს, ეს კი იოლი არ არის", - ციტირებს სარის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არც ერთი დალაგებული თამაში არ უთამაშია იუვეს სარის ხელში.
თემო
11:46 17-07-2020
0

სიახლეები პოპულარული