სერია A-ს 35-ე ტურში "მილანმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "სასუოლო" და ევროპა ლიგის საგზური გაინაღდა.
დუბლი იბრაჰიმოვიჩმა შეასრულა, რომელსაც ორივეჯერ ჩალჰანოღლუმ უპასა.
"როსონერიმ" ჩემპიონატზე მიჯრით მესამე გამარჯვება იზეიმა საერთო ანგრიშით 10:3, 59 ქულით მეხუთე ადგილზეა და 24 ივლისს "ატალანტას" უმასპინძლებს.
"კიკერის" ცნობით, რიგი წარმატებული შეხვედრების შემდეგ "მილანმა" მწვრთნელ პიოლის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა და რალფ რანგნიკს აღარ მიიწვევს.
"მილანში" 21 წლის მეკარე დონარუმამ ყველა ტურნირზე მე-200 მატჩი ჩაატარა, მის ასაკში ბუფონს 134 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.
სასუოლო - მილანი 1:2
გოლები: 0:1
იბრაჰიმოვიჩი (19), 1:1 კაპუტო (42, პენ), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (45+2)
გაძევება: ბურაბია (45+7, სასუოლო)