საფეეხბურთო კლუბმა "მილანმა" 2020/21 წლების სეზონის საშინაო ფორმის კომპლექტი წარმოადგინა, რომლითაც კაცების, ქალებისა და ახალგაზრდული გუნდები ითამაშებენ. აღნიშნული მაისურები გერმანულმა კომპანია "პუმამ" შეკერა.
იტალიის 18-გზის ჩემპიონის ფორმა ტრადიციულ შავ-წითელ ფერებშია შექმნილი. ვერტიკალურ სივრცეებზე კი ახალი მოხატულობაა, რომელიც ქალაქის ისტორიულ არქიტექტურასა და სილამაზეს განასახიერებს.
"საფეხბურთო კლუბ "მილანის" მაისური სიმბოლურია და ის გუნდის მილიონობით ფანის მიკუთვნებულობასა და სიამაყეს განასახიერებს. ახალი დიზაინი მიუთითებს ტრადიციების პატივისცემაზე, კულტურასა და არქიტექტურაზე, რომელიც ჩვენი ბრწყინვალე ქალაქის სინონიმია.
საფეხბურთო გუნდი ინოვაციებზე არის დაფუძნებული, კომპანია "პუმამ" კი კლუბის ყველა ღირებულება მოხდენილ დიზაინში ასახა." - განაცხადა "როსონერის" კომერციულმა დირექტორმა კასპერ სტილვინგმა.
აღსანიშნავია, რომ იტალიური გრანდი ახალ სეზონს არ დაელოდება და ამ ფორმით სერია A-ს მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში ითამაშებს.
იბრაჰიმოვიჩი 6 მილიონს ითხოვს, "მილანი" მხოლოდ 4-ს სთავაზობს
"მილანმა" ზედიზედ მესამედ იმარჯვა და მწვრთნელად რანგნიკს არ დანიშნავს