სატელევიზიო ჯგუფმა Suning-მა, რომელიც "ინტერის" მფლობელ სტივენ ჯანს ეკუთვნის, იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩი "ნერაძურისა" და "ნაპოლის" შორის მილანის საკათედრო ტაძარზე ლეო მესის გამოსახულებით დააანონსა.
იტალიაში ჩათვალეს, რომ ასეთი სახით ეკურკურება "ინტერი" მესის და ზოგიერთმა ეს შეიძლება ტრანსფერის მინიშნებად მიიჩნიოს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერს" არგენტინელის მაღალი ხელფასი არ აფრთხობს და მზად არიან წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რამეთუ ეს შესაძლო ტრანსფერი მომგებიანი გახდება - ახალ სპონსორებს მიიზიდავენ და ეკიპირების რეალიზაცია გაიზრდება.
"ინტერის" ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ლეოს
მამამ მილანში კლუბის ოფისთან სახლი შეიძინა და არაა გამორიცხული, ოცნება აუხდეს.