იმობილემ ლევანდოვსკის გადაასწრო და "ოქროს ბუცს" თითქმის დაეუფლა

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "ლაციომ" რომში "ბრეშიას" 2:0 მოუგო, ერთი გოლი კი ჩირო იმობილემ გაიტანა - მის ანგარიშზე ჩემპიონატზე უკვე 35 გოლია (14 პენალტით) და "ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო.

უმოტივაციო "იუვენტუსი" გასვლაზე "კალიარისთან" 0:2 დამარცხდა. ტურინელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა რონალდომ, მაგრამ სარდინიელთა კარი ვერ დალაშქრა - მის ანგარიშზე 31 გოლი დარჩა (12 პენალტით).

იმისათვის, რათა "ოქროს ბუცს" დაეუფლოს, კრიშტიანომ უკანასკნელ ტურში იმობილეს უნდა გადაასწროს.

ბოლო ტურში, 1-ელ აგვისტოს, "იუვე" "რომას" მასპინძლობს, "ლაციო" კი სტუმრად "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოლომდე ვიბრძოლებ და მე დამრჩება ოქროს ბუცი!
ჩირო იმობილე.
30 ივლისი 2020 10:40
0
ყოჩაღ იმობილე! შენ უნდა აიღო წელს ოქროს ბუცი! რის კრისტინა ეგ ქალაჩუნა.
?
30 ივლისი 2020 09:33
9
მესტრუბატორო შენმა ქალაჩუნა მესიმ ვერაფერი ვერ მოიგო და 25 გოლი დეპორტივოებთან შეაგდო.რონალდომ კი 30 გოლი და სერია ა მოიგო.იმედია კიდე დარჩება ბარტომეუ და მაშინ ნახეთ მესტრუბატორებმა დინამო ზაგრები, რომ ჩაგტოვებთ ჯგუფში ლიგაზე.მესის წელს რამე არ მოუგია და ტიპს ყველა დროის საუკეთესოს არქმევთ.აქედან ჩანს თქვენი მენტალური პრობლემების სერიოზულობა.
კარგით რა
30 ივლისი 2020 14:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული