იმობილემ ლევანდოვსკის გადაასწრო და "ოქროს ბუცს" თითქმის დაეუფლა

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "ლაციომ" რომში "ბრეშიას" 2:0 მოუგო, ერთი გოლი კი ჩირო იმობილემ გაიტანა - მის ანგარიშზე ჩემპიონატზე უკვე 35 გოლია (14 პენალტით) და "ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო.

უმოტივაციო "იუვენტუსი" გასვლაზე "კალიარისთან" 0:2 დამარცხდა. ტურინელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა რონალდომ, მაგრამ სარდინიელთა კარი ვერ დალაშქრა - მის ანგარიშზე 31 გოლი დარჩა (12 პენალტით).

იმისათვის, რათა "ოქროს ბუცს" დაეუფლოს, კრიშტიანომ უკანასკნელ ტურში იმობილეს უნდა გადაასწროს.

ბოლო ტურში, 1-ელ აგვისტოს, "იუვე" "რომას" მასპინძლობს, "ლაციო" კი სტუმრად "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოლომდე ვიბრძოლებ და მე დამრჩება ოქროს ბუცი!
ჩირო იმობილე.
10:40 30-07-2020
0
ყოჩაღ იმობილე! შენ უნდა აიღო წელს ოქროს ბუცი! რის კრისტინა ეგ ქალაჩუნა.
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული