სერია A-ს 37-ე ტურში "ლაციომ" რომში "ბრეშიას" 2:0 მოუგო, ერთი გოლი კი ჩირო იმობილემ გაიტანა - მის ანგარიშზე ჩემპიონატზე უკვე 35 გოლია (14 პენალტით) და "ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო.
უმოტივაციო "იუვენტუსი" გასვლაზე "კალიარისთან" 0:2 დამარცხდა. ტურინელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა რონალდომ, მაგრამ სარდინიელთა კარი ვერ დალაშქრა - მის ანგარიშზე 31 გოლი დარჩა (12 პენალტით).
იმისათვის, რათა "ოქროს ბუცს" დაეუფლოს, კრიშტიანომ უკანასკნელ ტურში იმობილეს უნდა გადაასწროს.
ბოლო ტურში, 1-ელ აგვისტოს, "იუვე" "რომას" მასპინძლობს, "ლაციო" კი სტუმრად "ნაპოლის" დაუპირისპირდება.