გაგიჟდნენ - "ინტერი" მესის 260-მილიონიან კონტრაქტს შესთავაზებს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის მათ გუნდში გადასვლას უტოპია უწოდა, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს "გაძეტა დელო სპორტი".

გამოცემის ცნობით, "ნერაძური" მესის ოთხსეზონიან კონტრაქტს და ამ პერიოდში 260 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერს" არგენტინელის მაღალი ხელფასი არ აფრთხობს და მზად არიან წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რამეთუ ტრანსფერი მომგებიანი გახდება.

მესიმ ლა ლიგაზე გასულ სეზონში 33 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ბარსასთან" კი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს
გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგ ფასად ანანიძეც გადავიდოდა.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული