თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც ოქტომბერში 39 წლის გახდება, "მილანთან" კონტრაქტს გააგრძელებს და ადრე ნათქვამი გაიხსენა, რომ 50 წლამდე აპირებს თამაშს და ეს სურათი "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
ზლატანი "მილანში" 2020 წლის იანვარში "ლოს ანჟელეს გალაქსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა, ჩემპიონატის 17 მატჩში (15 ძირითად შემადგენლობაში) 9 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მან თავი ბენჯამინ ბატონს (ბრედ პიტის პერსონაჟი ფილმ "ბენჯამინ ბატონის უცნაურ ისტორიაში", რომელიც მოხუცად დაიბადა და ყოველ წელს ახალგაზრდავდებოდა) შეადარა, ოღონდ აღნიშნა, რომ არასოდეს არ ყოფილა მოხუცებული.