იბრაჰიმოვიჩის გასაოცარი რეკორდი - "მილანმა" "სამპდორიას" სძლია

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "მილანმა" გენუაში 4:1 დაამარცხა "სამპდორია" და კვლავ გამოიჩინა თავი სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც ოქტომბერში 39 წლის გახდება.

იბრამ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და 79-ე წუთზე შეცვალეს.

ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც "მილანსა" და ინტერში" 50+ გოლი გაიტანა - 51 და 57.

სეზონის განახლების შემდეგ "მილანმა" ყველა ტურნირზე 12-დან 8 მატჩი მოიგო და არც ერთი არ წაუგია.

"როსონერი" 63 ქულით მეექვსე ადგილზეა და ევროპა ლიგაზე გავიდა. ზლატანმა ამას წინათ თქვა, სეზონის დასაწყისში რომ გადავსულიყავი "მილანში",
ჩემპიონები გავხდებოდითო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული