ნეხვს გვაჭმევდნენ - კონტემ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და შეიძლება გადადგეს

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ "ინტერის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ინტერის" ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

"ყოველმხრივ პროგრესირება გვმართებს, მოედნის გარეთაც კი და დიდმა კლუბმა თავისი ფეხბურთელები გაცილებით უკეთ უნდა დაიცვას. უახლოეს მომავალში კლუბის ხელმძღვანელობას უნდა შევხვდე და ეს საკითხი განვიხილო.

ჩვენ თვეების განმავლობაში ნეხვს ვჭამდით და არავინ გვიცავდა. ვხედავ გზას, რომლის მიხედვით უნდა ვიაროთ და ვიცი, რა უნდა ვაკეთოთ. პირველ წელს შემიძლია მეხამრიდი ვიყო, მაგრამ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა და იგივე შეცდომები განმეორდა, ეს საგიჟეთს დაემსგვსება. მინდა ყველაფერი ნათელი იყოს", - ციტირებს კონტეს Sky Sport
Italia.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით კი, კონტეს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და შეიძლება სამუშაო დატოვოს.

კონტემ "ნერიაძური" 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით იტალიის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა - "იუვენტუსს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ტრენერია, ბევრი არარი მასეთი მარა დააფასებენ?? ან დააცლიან??
დავითი
19:53 02-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული