თუ კონტე წავა, "ინტერში" პოჩეტინოს მოიყვანენ

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, შესაძლოა, მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახდეს, თუკი გუნდს ამჟამინდელი მწვრთნელი ანტონიო კონტე დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ პოჩეტინო მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი არ არის. პირველ რიგში, პრიორიტეტი მასიმილიანო ალეგრის მიენიჭება, ხოლო პოჩეტინოს მილანელები იმიტომ იწონებენ, რომ მას კონტეს მსგავსი ფილოსოფია და სტილი აქვს.

პოჩეტინოს კანდიდატურას მხარს უჭერენ "ნერაძურის" ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი და სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული