"ლიონთან" დამარცხების შემთხვევაში სარის არ მოხსნიან

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდის მწვრთნელის, მაურიციო სარის მომავლის შესახებ გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, სარის "იუვეს" "ლიონთან" დამარცხების და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემთხვევაშიც კი არ დაითხოვენ სამუშაოდან.

"ერთი მატჩის მიხედვით სეზონის მთლიანობაში" შეფასება არ შეიძლება", - განუცხადა პარატიჩმა Football Italia-ს.

სარიმ "იუვენტუსი" გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. მართალია, ტურინულმა გუნდმა სკუდეტო მოიგო, მაგრამ ჩემპიონატის დასასრულს მისი თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა.

"იუვენტუსმა" "ლიონთან" პირველი 1/8-ფინალური მატჩი 0:1 წააგო, განმეორებითი შეხვედრა კი 7
აგვისტოს ტურინში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Ukve caago iuvem, tavs izgveven
Milani
22:29 03-08-2020
3
კაცმა სერია ა დადო და ეხლა ლიონთან თამაშის წინ, წნეხის ქვეშ ხო არ ამუშავებენ,თორემ აბა გამოვარდეს ლიონთან ივენტუსი და ისე გაგდებენ გუნდიდან, რო...
გოგა
22:17 04-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული