კონტე "იუვეში" გადასვლაზე - ამის დამწერს ვუჩივლებ

AutoSharing Option
"ინტერის" მწვრთნელი ანტონიო კონტე აღშფოთებულია პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს სურს "იუვენტუსს" ჩაუდგეს სათავეში.

"კატეგორიულად უარვყოფ, რომ "იუვენტუსის" ფეხბურთელებსა და მენეჯერებს სარის მომავლის შესახებ რამე ვკითხე. ამის დამწერსა და გაზეთის მთავარ რედაქტორს ვუჩივლებ.

"ინტერთან" სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ამ პროექტის წარმატებულად განსახორციელებლად თავდაუზოგავად ვიშრომებ", - ციტირებს კონტეს "ანსა".

"რეპუბლიკა" იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთია, რომლის ტირაჟი 500 ათასს აღემატება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტეს "ინტერის" დატოვება უნდა და "იუვეს" ფეხბურთელებს ამჟამინდელი მწვრთნელის, მაურიციო სარის კლუბში მდგომარეობის თაობაზე ესაუბრა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული