სერია A-ს წლის ფეხბურთელი არც რონალდოა და არც იმობილე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაოლო დიბალა 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 33 მატჩში დიბალამ 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს. ასევე, "იუვენტუსს" დაეხმარა მეცხრედ გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი.

"იუვენტუსის" მოთამაშეები ბოლო 9 წელში 8-ჯერ გახდნენ წლის ფეხბურთელები.

2012, 2013 და 2014 წლებში - ანდრეა პირლო, 2015-ში - კარლოს ტევესი, 2016-ში - ლეონარდო ბონუჩი, 2017-ში - ჯანლუიჯი ბუფონი, ხოლო 2019-ში კრიშტიანო რონალდო გახდა წლის მოთამაშე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მილანის "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი აღმოჩნდა ტურინელებზე უკეთესი.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ზლატანი 7-ე ადგილზე გავიდა, ბებერი ძვალი)))
ზეზვა
20:29 04-08-2020
0
რა ამ წერილის პასუხია, მარა გამახსენდა რომ წავიკითხე 2015-ში სერია ა-ში საუკეთესო იყო კარლოს ტევესი და იგი 2014-ში ნაკრებში არ წაიყვანეს და წაიყვანეს პალასიო, ასეთ სლეობებს ჩადის არგენტინელთა მწვრთნელები და მერე გამოხტება აქ ზოგიერთი პროფესორი და იძახის რატომ არაა მესი მსოფლიო ჩემპიონი თუ საუკეთესოაო, 1986-ში ბილარდოს ვალდანო ან ბურუჩაგა, რომ არ წაეყვვან მარადონა ფინალამდე მიიყვანდა არგენტინას(რაც მესიმაც გააკეთა) მარა ჩემპიონი გერმანია გახდებოდა, დეტალები წყვეტს ყველაფერს.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული