ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაოლო დიბალა 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 33 მატჩში დიბალამ 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს. ასევე, "იუვენტუსს" დაეხმარა მეცხრედ გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი.
"იუვენტუსის" მოთამაშეები ბოლო 9 წელში 8-ჯერ გახდნენ წლის ფეხბურთელები.
2012, 2013 და 2014 წლებში - ანდრეა პირლო, 2015-ში - კარლოს ტევესი, 2016-ში - ლეონარდო ბონუჩი, 2017-ში - ჯანლუიჯი ბუფონი, ხოლო 2019-ში კრიშტიანო რონალდო გახდა წლის მოთამაშე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მილანის "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი აღმოჩნდა ტურინელებზე უკეთესი.
დიბალა და რონალდო "ლიონთან" მატჩის განაცხადში არიან
რონალდოს და ბუფონის რეკორდები, დიბალას მორიგი გოლი და "იუვენტუსის" დამაჯარებელი გამარჯვება [VIDEO]