დიბალა სერია A-ს MVP - რონალდო პრიზის გარეშე

AutoSharing Option
სერია A-მ თავის საიტზე გასული სეზონის ლაურეატები გამოაცხადა.

ლიგამ არჩევანი Netco Sports-ის მიხედვით გააკეთა და საუკეთესოები ჩემპიონატზე, თასსა და სუპერთასზე ჩატარებული მატჩების მიხედვით გამოავლინა.

საუკეთესო მეკარე: ვოიცეხ შჩენსნი (იუვენტუსი)

საუკეთესო მცველი: სტეფან დე ვრეი (ინტერი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი (ატალანტა)

საუკეთესო თავდამსხმელი: ჩირო იმობილე (ლაციო)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეიან კულუსევსკი (პარმა)

ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი (MVP): პაულო დიბალა (იუვენტუსი)

დიბალამ ჩემპიონატის 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. მან თქვა, რომ ეს ყველაზე ანომალიური სეზონი იყო და ფეხბურთელებმა
თავიანთი შესაძლებლობების შემჭიდროვებულ ვადებში დემონსტრირება ვერ მოახერხეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
როლანდო პრიზის გარეშეო! აბა "ამაშია საქმეებო" დავიწყოთ თქვენსავეთ ლანძღვა გინება და ათასი სულელური ზედმეტი სახელებით მოხსენიება როლანდოს მისამართით? როგორც თქვენ იცით ლეო მესის მიმართ, რასაც ნამდვილად არ იმსახურებს. მიუხედავად ყველაფრისა თქვენს დონეზე არ დავეშვებით. ბოლოსდაბოლოს დამთავრდეს ეს უაზრო "დაპირისპირება". ორივე ვარსკვლავია და ლეგენდა!
ბარსა მესი
21:52 04-08-2020
1
დიბალა კარგია, მაგრამ საუკეთესოს კრიშტიანუს, ჩიროსა და პაპუს შორის ავარჩევდი, მილინკოვიჩის, ლუის ალბერტოს და ილიჩიჩის დავიწყებაც არ შეიძლება.
sul2
20:37 04-08-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული