დიბალა სერია A-ს MVP - რონალდო პრიზის გარეშე

AutoSharing Option
სერია A-მ თავის საიტზე გასული სეზონის ლაურეატები გამოაცხადა.

ლიგამ არჩევანი Netco Sports-ის მიხედვით გააკეთა და საუკეთესოები ჩემპიონატზე, თასსა და სუპერთასზე ჩატარებული მატჩების მიხედვით გამოავლინა.

საუკეთესო მეკარე: ვოიცეხ შჩენსნი (იუვენტუსი)

საუკეთესო მცველი: სტეფან დე ვრეი (ინტერი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი (ატალანტა)

საუკეთესო თავდამსხმელი: ჩირო იმობილე (ლაციო)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეიან კულუსევსკი (პარმა)

ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი (MVP): პაულო დიბალა (იუვენტუსი)

დიბალამ ჩემპიონატის 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. მან თქვა, რომ ეს ყველაზე ანომალიური სეზონი იყო და ფეხბურთელებმა
თავიანთი შესაძლებლობების შემჭიდროვებულ ვადებში დემონსტრირება ვერ მოახერხეს.

ასევე დაგაინტერესებთ