ტურინში არეულობაა, ზიდანს მწვრთნელობა შესთავაზეს, ზიდანმა პასუხი დაუბრუნა. ახლა რა იქნება?

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის შემცვლელს ეძებს - სპეციალისტს დაითხოვენ, თუ ის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე ვერ გაიყვანს.

როგორც თავის ვებგვერდზე წერს ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი, ტურინელებმა მოლაპარაკებები 5 მწვრთნელთან დაიწყეს. მთავარი სამიზნე მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იყო. კლუბის ხელმძღვანელობამ მას დეტალებში გაწერილი სტრატეგია და პოლ პოგბას დაბრუნების გარანტია მისცა, თუმცა ზიდანმა უპასუხა, რომ მადრიდის დატოვებას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ტურინელებმა ასევე მიმართეს: მაურისიო პოჩეტინოს, სიმონე ინძაგის, ჯანპიერო გასპერინსა და ლუჩანო სპალეტის.

ასევე დაგაინტერესებთ